ხურგადიდან
სამხრეთისკენ 60 კმ - ში მდებარეობს ცნობილი კურორტი საფაგა. აქ მთები
სანაპიროსთანაა ახლოს და იცავენ მას ქარიშხლებისაგან. საფაგაში
იდეალური სანაპიროა ვინდსერფინგის მოყვარულთათვის და ასევე
მყვინთავებისათვის. საფაგა ცნობილია თავისი უნიკალური ეკოლოგიურად
სუფტა ქვიშით,. როგორც სხვა ეგვიპტის კურორტებს ამ კურორტსაც გააჩნია
საშუალება დამსვენებლები მიიგოს წლის ნებისმიერი დროს.წლის
ყველასე ცივ თვეში - თებერვალში - ზღვის წყლის ტემპერატურა არ არის
20-22 გრადუსზე ნაკლები, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 23-25 გრადუსია.
წელიწადის ყველაზე ცხელ თვეში - აგვისტოში - წყლის ტემპერატურა არ არის
28 გრადუსზე ნაკლები, ხო;ოო ჰაერის არ აღემატება 35 გრადუსს. აქ
დამსვენებლებს შეძლიათ აირცჰიონ ტრადიციული ექსკურსიები ქაიროში
და ლუქსორში.
_____________
ეგვიპტის რუქა
ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანაა ჩრდილოეთ აფრიკასა და
დასავლეთ აზიაში . ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას,,
წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, სუდანს
სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით. ეგვიპტე არის ერთერთი ყველაზე
დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი
ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია
ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი
ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში. ყველაზე გრძელი საზღვარი
ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კილომეტრი, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან
266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე,
ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან
გამოყოფს სუეცის არხი , არხის სიგრზე 160 კილომეტრია (პორტ საიდიდან
სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში
ჩადგა 1869 წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია. სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ადმინისტრაციული დაყოფა:
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია. ეგვიპტე არის
ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე
დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის
აპრილის მონაცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის
სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო
მწარმოებლურობის განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო
ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. მოსახლეობის 90%
ერთგულობს ისლამს, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.
ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
რელიგია: მუსულმანები 90%, ქრისტიანები დაახლ. 10%.
ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი აღსანიშნია
რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული
ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ
მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლევიც ძველ სამეფოში იგებოდა და
ისინი დღესაც არის შემორჩენილი პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე
დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII
საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და
პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა
სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, . იმხოტეპმა სრულიად
ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი
ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად
საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და,
შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო...
აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა..
იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა,
რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას,
რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა
თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 136 მეტრია.
ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი. დღეს შემორჩენილი
ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზას
პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა.
პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის
სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შ ემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა
გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც
დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ
გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა
მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს "პერანგი" აღარ არსებობს. გიზას
სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, მისი
სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მესამეა ფარაონ
მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი
108 მეტრი. გიზეს პირამიდების
მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი
ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60
მეტრი.